“დედა, შენ თუ ამას კითხულობ…” – შვილი 35 წლის დედის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

35 წლის დედის გადარჩენას შვილი საზოგადოებას ემოციური პოსტის საშუალებით სთხოვს. მას ჩვენი თანადგომა სჭირდება:

“გამარჯობა. ვინც მიცნობს იციან რომ არ მჩვევია დიდი პოსტების წერა მაგრამ ახლა მიწევს. მინდა ამბავი მოგიყვეთ დედაჩემზე რომელიც წინა წლის თებერვალში იწყება. თებერვალში დედაჩემი ცუდად გახდა. თავიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია გვეგონა მაგრამ რამდენიმე დღე რომ ვერ გამოკეთდა გადავწყვიტეთ მისი საავადმყოფოში წაყვანა. მივიყვანეთ ჯერ ქალაქის საავადმყოფოში შემდეგ კი მალევე თბილისში გადავიყვანეთ. ექიმებმა როგორღაც მოახერხეს და გადაარჩინეს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ დედაჩემს ინსულტი გადაუტანია და რამდენიმე დღე ანევრიზმის გასკდომის შედეგად თავში სისხლი ეღვრებოდა. როგორც გითხარით გადაარჩინეს და დავიწყეთ ოპერაციაზე საუბარი. ექიმები გვესაუბრნენ სხვადასხვა გზებზე და მეთოდებზე და საბოლოოდ ოპერაცია 24 მარტს ჩანიშნეს მაგრამ უცაბედად დედაჩემის ოპერაცია გადაიდო გაურკვეველი ვადით ვინაიდან კარანტინის გამო ვერ ხერხდებოდა ექიმების ჩამოყვანა. საბოლოოდ უცხოეთიდან ვერცერთი კვალიფიციური ნეიროქირურგი ვერ ჩამოიყვანეს ექიმმა კი განგვიმარტა რომ საქართველოში მსგავსი სირთულის ოპერაციას ვერ გააკეთებდნენ. დავრჩით გაურკვევლობაში დედაჩემის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. საბოლოოდ გავაგზავნეთ საბუთები მედიცინის მხრივ ძალიან განვითარებულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია,ისრაელი, თურქეთი და ამერიკა. თითქმის ყველგან უარი გვითხრეს გზა მარტო ამერიკამ გაგვიხსნა. განაცხადეს თანხმობა ოპერაციის გაკეთებაზე. რატომ მოვყევი ახლა ეს ყველაფერი?! იმიტომ რომ ახლა ერთადერთი რაც გვაბრკოლებს მხოლოდ თანხაა 68000ა.შ.შ. $. მინდა გთხოვოთ დახმარება რომ დედაჩემი გადარჩეს და იცოცხლოს. 35 წელი ამ სამყაროში ძალიან ცოტაა. არ მეთანხმებით? ბოლოს კი დედა თუ შენ ამას ახლა კითხულობ მინდა იცოდე რომ ამ სამყაროში არ არსებობს ადამიანი რომელიც შენზე მეტად მიყვარს ან ოდესმე მეყვარება. არ არსებობს ძალა რომელიც მაიძულებს რომ შენი სიყვარული შევეყვიტო იმედია ყველაფერი კარგად იქნება  თიბისი ბანკი- #GE21TB7671645061100002 საქართველოს ბანკი-#GE23BG0000000100997087 მიმღები:Anna Abramishvili

კომენტარები

სხვა სიახლეები