“დაწერე, დაწვი, დალიე”: როგორ ჩავიფიქროთ სურვილი, რომ აგვიხდეს (5 მეთოდი)

1. კოლოფი

ამისათვის ქაღალდის ჭამა არაა საჭირო, უბრალოდ გააკეთე ლამაზი კოლოფი და დადე ნაძვის ხესთან.

შემდეგ, დაწერე ფურცელზე შენი სურვილი, დაკეცე და ჩადე კოლოფში. ახალ წლამდე წუთით ადრე მიდი კოლოფთან, შეეხე მარცხენა ხელით და თქვი: „სურვილი საიდუმლოა, მაგრამ რეალობად იქცევა”.
შემდეგ აიღე, დაიჭირე ხელში 12 საათამდე, ამოიღე ფურცელი და ფანჯრიდან გადააგდე. ყუთი თავის ადგილზე დააბრუნე.

Как загадать новогоднее желание

2. ნახტომი მომავალში
სანამ 12 სთ ჩამოკრავს, დადექი სკამზე, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე თავი იმ სამყაროში, სადაც შენი ოცნება უკვე ასრულდა. როგორც კი დადგება ახალი წელი, გადმოხტი სკამიდან – ეს იქნება ახალი ნაბიჯი ახალ 2017 წელში.
3. ბარათი ახალი წლისთვის იყიდე ყველაზე ლამაზი მისაოლოცი ბარათი, დაწერე მასზე შენი ოცნება და გაუგზავნე შენს თავს ფოსტით. შემდეგ შეინახე ის თილისმასავით.

Как загадать новогоднее желание

4. ორიგამი

შექმენი ფურცლისგან რომელიმე ცხოვრელის ფიგურა, პროცესის დროს მოუყევი მას შენი სურვილის შესახებ. ჩამოკიდე ნაძვის ხეზე და დატოვე ახალ წლამდე. როდესაც ახალი წელი დადგება, დადე ფიგურა გამოსაჩენ ადგილას. მთელი წლის მანძილზე ხშირად მოგვხდება ის თვალში ეს კი მოტივაციას მოგცემს.

Как загадать новогоднее желание

5. ბოთლი

Как загадать новогоднее желание

თუ ვერ მოასწარი შამპანურის დალევა ნუ ინერვიულებ, შეგიძლია დაწერო ის სხვა ფურცელზე, ჩააგდე ცარიელ ბოთლში და შეინახე შემდეგ წლამდე. მუშაობს თუ არა? ამას 2018 წელს გავიგებთ.

წყარო: http://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები