დაჩოქილი ადოლფ ჰიტლერი 17,2 მილიონ დოლარად გაიყიდა

დაჩოქილი ადოლფ ჰიტლერის ქანდაკება ნიუ-იორკში Christie’s აუქციონზე 17,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის სახლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ჰიტლერის პერსონის მიმართ კინოფილმების რეჟისორების ყურადღების მიუხედავად, სახვით ხელოვნებაში მის შესახებ შექმნილი თითქმის არაფერია. გაყიდული ნამუშევრის ავტორი იტალიელი მოქანდაკე მაურიციო კატელანია. ქანდაკების შექმნა მან 2001 წელს დაასრულა. როგორც მაურიციო აღნიშნავს, ხშირად მას ქანდაკების განადგურების სურვილი ჰქონდა. „მინდოდა თვითონ გამენადგურებინა. ათასჯერ გადავიფიქრე“, – თქვა ავტორმა. ქანდაკებას „ის“ ეწოდება.

13153441_1184693374904232_1849561332_n 13162091_1184693381570898_967186461_n 13187711_1184693371570899_902785855_n

კომენტარები

სხვა სიახლეები