დაშორდნენ თუ არა ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი

ბოლო პერიოდია, მსახიობ ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შესახებ საუბრები არ წყდება. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემას ტაბლოიდები მომღერალ ლედი გაგას მიაწერენ. მას შემდეგ, რაც ფილმი – “ვარსკვლავის დაბადება” ეკრანებზე გამოვიდა, საუბრობდნენ, რომ ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის ფილმში აღწერილმა “ლავ სთორმა” რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა და ირინა შეიკს ეჭვიანობის სერიოზული საბაბი მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი მოდელის – ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ოჯახური ფოტოები მუდმივად ვრცელდებოდა ინტერნეტსივრცეში, მაინც წერდა უცხოური მედია, რომ წყვილი შორდებოდა და ერთად ამ დრომდე მხოლოდ შვილის გამო იყო.
დღეს უკვე რამდენიმე დასავლურმა ტაბლოიდმა დაწერა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად დასახელებული ბრედლი და ირინა დაშორდნენ. ფაქტი კი პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტომ გაამყარა, სადაც ჩანს, რომ მოდელი მეგობარი მამაკაცის სახლს ჩემოდნით ხელში ტოვებს.
ცნობისთვის, წყვილი ერთად 2015 წლიდანაა. მათ 2017 წელს საერთო შვილი, ლეა შეეძინათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები