ამერიკელმა მამაკაცმა ზიმბაბვეში არალეგალურად ლომი მოკლა, რასაც საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ლომი, სახელად სესილი მინესოტელმა დანტისტმა უოლტერ ჯეიმს პალმერმა გამოასალმა სიცოცხლეს. ადგილობრივი პოლიციელების განცხადებით, ორი ზიმბაბველი დაკავებულია და ამჟამად გამოძიება პალმერს ეძებს.
თავად პალმერის განცხადებით, მან პროფესიონალი გზამკვლევები დაიქირავა და ყველა მისი
ქმედება კანონის ჩარჩოებში იყო. “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ყველაფერი ამ მოგზაურობისას იყო ლეგალური და კანონიერი”, – ამბობს პალმერი ოფიციალურ განცხადებაში.
“სანამ ნადირობა არ დავასრულე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ლომი ადგილობრივების საყვარელი, ცნობადი ცხოველი იყო. მე ჩემ პროფესიონალ გზამკვლევებს ვენდობოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეგალურად ვნადირობდი”, – აცხადებს პალმერი.
როგორც ცნობილია, პალმერმა ლომის მკვლელობაში 50 000 დოლარი გადაიხადა. აფრიკელი ლომების პოპულაცია ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე 60 პროცენტით შემცირდა, ამჟამად მხოლოდ 32 000 მათგანი არის დარჩენილი ჯუნგლებში.
წყარო: http://www.ambebi.ge