“დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა, ჩვენ რესტორანში რომ წავიდეთ ამიტომ დღეში 50 კაცი გარდაიცვალოს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში – „თავისუფალი სივრცე“ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ისაუბრა:

„თქვენ თვითონ ხედავთ რიცხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების დღიური მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ შემთხვევები არ მატულობს. აჭარაში კლების ტენდენცია ყველაზე კარგად გამოჩნდა. ჯერ მთლიანად ქვეყანაში ეს კარგად არ ჩანს. მაგრამ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შეზღუდვებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. სტაბილიზაცია მიღწეულია. კლების ტენდენცია იგრძნობა. იმედი გვაქვს, რომ ათ დღეში შემთხვევების კლება შესამჩნევი გახდება.

მოდით, ყველა დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა, ჩვენ რესტორანში რომ წავიდეთ ამიტომ დღეში 50 კაცი გარდაიცვალოს. ეს ყველაფერი  ასაწონ-დასაწონია. მართლაც ყოველდღიური მუშაობა მიდის, რომ შეზღუდვები შემსუბუქდება, რა დოზით, რა მასშტაბით, ამაზე ჯერ კიდევ  მსჯელობა მიმდინარეობს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები