ვარსკვლავური ქორწინებები და სასიყვარულო ურთიერთობები ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ხშირ შემთხვევაში, სავსეა სკანდალური რომანტიკული კავშირებით, განშორებებით. ამბობენ, რომ რთულია შოუ-ბიზნესში მყარი ურთიერთობის შენარჩუნება.
ახლა იმ ვარსკვლავურ წყვილებს გავიხსენებთ, რომლებიც ერთ დროს ქორწინებაში იყვნენ და ახლა მათი ქორწინების შესახებ ბევრს აღარც კი ახსოვს.
1. ნიკოლას ქეიჯი და პატრიცია არკეტი
ერთ დროს ეს წყვილი ჰოლივუდში დიდი სიყვარულით სარგებლობდა და საკმაოდ გავლენიან ვარსკვლავურ წყვილად ითვლებოდა. მსახიობები 1995 წელს დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობდნენ 6 წლის განმავლობაში. 2001 წელს დაშორდნენ. ნიკოლასმა პატრიციას შეხვედრის პირველივე დღეს სთხოვა ხელი.
2. ანჯელინა ჯოლი და ჯონი ლი მილერი
ყველამ იცის ანჯელინასა და ბრედ პიტის ქორწინების შესახებ, მაგრამ ენჯისა და ჯონი ლი მილერის ქორწინების ამბავი თანდათან დავიწყებას ეძლევა. 90-იან წლებში ის ანჯელინასთან ერთად თამაშობდა ფილმში Hackers. ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა, თუმცა მათი ქორწინება მალევე დასრულდა.
3. რენე ზელუეგერი და კენი ჩესნი
ყველასთვის საყვარელი „ბრიჯით ჯონსი“ პოპულარულ მუსიკოს კენი ჩესნიზე იყო დაქორწინებული, თუმცა შესაძლოა, ბევრმა ამ ქორწინების შესახებ არაფერი იცოდეს. ქორწინებამდე ისინი მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. განშორების შემდეგ საზოგადოებაში იყო მითქმა-მოთქმა კენის სექსუალური ორიენტაციის შესახებ. განქორწინების შემდეგ მუსიკოსმა თქვა, რომ ქორწინებამ მას იდენტობა დააკარგვინა და დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
4. უმა თურმანი და გარი ოლდმანი
1990 წელს ულამაზესი უმა თურმანი გარი ოლდმანზე დაქორწინდა. გარი მასზე 12 წლით უფროსი იყო. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წელიწადში დაშორდა. მართალია, დღეს ბევრს ამ ქორწინების შესახებ აღარ ახსოვს, თუმცა ძველ ჰოლივუდში ერთ-ერთ მომხიბვლელ წყვილად მიიჩნეოდა.
5. კარმენ ელექტრა და დენის როდმანი
მათი ურთიერთობა სავსე იყო ბევრი ლამაზი მომენტით, რომელიც მედიისთვისაც ხდებოდა ცნობილი, თუმცა განშორება საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. წყვილმა ვეგასში იქორწინა, ერთ წელიწადში კი ყველაფერი განქორწინებით დასრულდა.