„დავიღუპე, აწი რა მეშველება?“ – მამა სებასტიანეს მგლებმა ვირი შეუჭამეს, რომლითაც ის გადაადგილდებოდა (ფოტო)

მამა სებასტიანე ნეფარიძეს მგლებმა ვირი შეუჭამეს, რომელიც მისი გადაადგილების საშუალება იყო. მამა სებასტიანეს მონასტერში ძაღლების თავშესაფარი აქვს, რომელთათვისაც საკვები სწორედ ამ ვირის დახმარებით მოჰქონდა.

სასულიერო პირი მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს:

“დავიღუპეე! წუხელის მგლებმა ლურჯა შემიჭამეს ეზოში, რა გვეშველება მედა ძაღლებს არ ვიცი.

ეს იყო ჩემი ერთად ერთი ტრანსპორტი, ჯიპიც და ბენტლიც.

სანამ ლურჯას მიყიდიდნენ სულ ზურგით ვზიდავდი ტვირთს სამ კილომეტრზე ძაღლებისთვის მერე ლურჯა შემიძინეს და ის მეხმარებოდა ტვირთის ზიდვაში, მხოლოდ ხურჯინში რაც ჩადიოდა მარტო იმას ვაზიდინებდი, დანარჩენი ისევ მე მომქონდა ზურგით, აწი რა მეშველება ? ან ამ საწყალ ცუგებსაც რითი ვუზიდო საკვები? დავიღუპე ნამდვილად დავიღუპეე!!!”, – წერს მამა სებასტიანე და მგლების მიერ შეჭმული სახედრის ფოტოებს ავრცელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები