დავით ჭინჭარაული: „ყველა უნდა აიცრას, რომ დავასრულოთ ეს პანდემია“

„ავიცერი იმიტომ, რომ დამეცვა ჯანმრთელობა და, ასე ვთქვათ, თავი დამეზღვია“,- ძიუდოისტი დავით ჭინჭარაული აცხადებს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა, რათა საბოლოოდ დასრულდეს პანდემია და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

„მე თვითონ აცრილი ვარ ორი დოზით, სრულად ვაქცინირებული. ავიცერი იმიტომ, რომ დამეცვა ჯანმრთელობა და, ასე ვთქვათ, თავი დამეზღვია. ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, რომ დავასრულოთ ეს პანდემია.

სპორტში ამ პანდემიამ და შეზღუდვებმა ძალიან შეგვიშალა ხელი. როგორც ვარჯიშების პროცესში, ასევე, რა თქმა უნდა, ტურნირებსა და შეჯიბრებებზე. პირველ წელს ტურნირები საერთოდ არ ტარდებოდა ან ძალიან დიდი შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობდა. შემდეგ ცოტა დაიძრა პროცესი და აქაც – რეგულაციების სრული დაცვით, კოვიდტესტირებების პასუხი იყო საჭირო. რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, იმასთან შედარებით, სანამ აცრები დაიწყებოდა, გამოცოცხლდა ეს სფერო. ტურნირზე მოსახვედრად ან ტესტი უნდა გქონდეს გაკეთებული ან ე.წ. მწვანე სტატუსი უნდა გქონდეს.
მოვუწოდებ ყველას, რომ ავიცრათ, რათა დავასრულოთ პანდემია. ბევრი სპორტსმენი უკვე აიცრა და უნდა ავიცრათ აუცილებლად”,- ამბობს დავით ჭინჭარაული.

კომენტარები

სხვა სიახლეები