დავიდ სილვა: “ჩემი შვილი ყოველდღე ექიმების დახმარებით იბრძვის”

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა დავიდ სილვამ განაცხადა, რომ რამდენიმე მატჩი მას მეუღლის ნაადრევი მშობიარობის მიზეზით გაუცდა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ სიყვარულისთვის და კარგი სურვილებისთვის, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მივიღე. განსაკუთრებით მადლიერი ვარ თანაგუნდელების, მწვრთნელისა და გუნდში მომუშავე ყველა ადამიანის, რომლებმაც ჩემი სიტუაცია გაიგეს.
მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი შვილი – მატეო დაიბადა. იგი ექსტრემალურად, ნაადრევად მოგვევლინა და ყოველდღე ექიმების დახმარებით იბრძვის,” – დაწერა სილვამ საკუთარ ტვიტერზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები