„დაე, ობიექტურად შეაფასეთ ის, რასაც დაიმსახურებს ლუკა ჭოხონელიძე“ – ნატო გელაშვილი საზოგადოებას მიმართავს

კომპოზიტორ და მომღერალ ნატო გელაშვილის ვაჟი, მეგა შოუ „საქართველოს ვარსკვლავში“ იღებს მონაწილეობას. ლუკა ჭოხონელიძე საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.

აღნიშნულის შესახებ, თავად კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ობიექტურობისკენ მოუწოდებს:

„ალბათ, ძნელი გადმოსაცემია ის ემოცია და ის ვნებათაღელვა, რომელიც მე განვიცადე გუშინ როგორც დედამ.. მოულოდნელობა იყო ჩემთვის ტელეეკრანთან დამჯდარი სრულად დაბნეული ის ნატო გელაშვილი რომელიც ეკრანმა დათრგუნა და დააბნია.. დღეს თითქოს თავს ვერ ვუყრი სიტყვებს..ბევრი რამ გამატარა ამ ცხოვრებამ, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ალბათ მზად არ ვარ და არც ის ვიცი რა დრო დამჭირდება…მინდა სრულიად გულწრფელად მოგმართოთ ყველას ნუ ვიქნებით სუბიექტური … დაე, ობიექტურად შეაფასეთ ის, რასაც დაიმსახურებს ლუკა ჭოხონელიძე და არა!!!! ნატო გელაშვილის” შვილი”…. დედაშვილობა ერთი მთლიანობაა და ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ ადამიანის სავალი გზა და მისი ჯვარი, მხოლოდ იმ ადამიანის საზიდია წარმატებები შენს გადადგმულ ნაბიჯს დე

P.S დააჭირეთ სურათს და დაულაიქეთ იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ მან ეს დაიმსახურა“, – წერს ნატო გელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები