“დააძრეს შარვლის უკანა ჯიბიდან პირბადეები და იატაკზე დააფინეს” – დათო ლიკლიკაძე პანდემიის პირობებში შესრულებულ “კინტაურზე”
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევა, ამჯერადაც მორიგ სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“გუშინ რესტორანში (დაბადების დღეზე გახლდით) კინტაურის “ზაკაზი” ტკეცა ვიღაცამ და რომ დაიწყო მუსიკამ – “დაბადა, დაბადა, დაბადა, დაბადა…” , წამოიშალა, დაახლოებით, 10 კაცი. უნდა გენახათ, როგორ დააძრეს შარვლის უკანა ჯიბიდან პირბადეები და იატაკზე დააფინეს. ამის შემდეგ შპაგატისებურ პოზაში ისე სინქრონულად აიტაცეს პირით ეს პირბადეები, ამის ნახვას არაფერი სჯობდა”, – წერს ჟურნალისტი “ფეისბუქში”.