ბევრი ცნობილი ადამიანის მსგავსად, უკრაინის ომის შესახებ ინსტაგრამში პოსტი სოფია როტარუმაც გამოაქვეყნა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად კიევში იმყოფება.
მოლდოველი პოპ-მომღერალი ამბობს, რომ მას “გული ნაწილებად ეშლება”, მშვიდობაზე ოცნებობს და ძალიან შეშფოთებულია ბოლო დღეების მოვლენების გამო.
სოფია როტარუს რეპერტუარში 400-ზე მეტი სიმღერა აქვს, მათ შორის რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, ბულგარულ, სერბულ, პოლონურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.