გრიპის ახალი შტამი ჩინეთში – მეცნიერები მორიგი პანდემიის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

გრიპის ახალი შტამი ჩინეთში – მეცნიერებმა ვირუსი ღორებში აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

სწავლულები მიიჩნევენ, რომ გრიპის ახალი შტამი მარტივად გადაედება ადამიანს და ასევე მარტივად ვრცელდება. რადგან ის ახალია, ადამიანს მის მიმართ იმუნიტეტი, ჯერჯერობით, არ აქვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალ შტამს აქვს პოტენციალი, მორიგი პანდემიის მიზეზი გახდეს.

როგორც ცნობილია, ახალი ვირუსი უკვე დაუდგინდა ათობით ადამიანს, რომელიც სასაკლაოებზე მუშაობდა და ხორცთან ჰქონდა აქტიური შეხება.

სპეციალისტებით თქმით, ახალი ვირუსი საყურადღებოა და კონტროლი სჭირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები