გოლდი ჰოუნი თაყვანისმცემლებს უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებს

ამერიკელმა მსახიობმა გოლდი ჰოუნმა ინსტაგრამის თავის გვერდზე თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისა და მათი შვილების დასახმარებლად თანხა შეაგროვონ.
„უკრაინაში ოჯახებს დღეს ფიზიკური საფრთხე ემოქრებათ, მძიმე ემოციური სტრესის ქვეშ არიან და მასოვრივად უწევთ ქვეყნის დატოვება…
გული მტკივა, როდესაც ვისმენ, რომ ორსულებს მშობიარობა დღეს თავშესაფრებში, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე უწევთ…ამის მიუხედავად, სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 80 ათასი უკრაინელმა ქალმა იმშობიარა… ახლა დედები შვილებთან ერთად საზღვრებზე არიან ჩარჩენილები და დღე და ღამე ქუჩაში, ზამთრის სიცივეში, საათობით დგანან“ – წერს იგი.
მსახიობმა თავის პოსტს უკრაინელი ლტოლვილების ემოციური ფოტო დაურთო, რომელზეც დედა და ორი შვილი არიან გამოსახული.

კომენტარები

სხვა სიახლეები