გოგონას, რომელსაც გამოსაშვებ საღამოზე მეწყვილე არ ჰყავდა, 67 წლის ბაბუა გაჰყვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის მკვიდრი ბაბუა და შვილიშვილი გამოსაშვებ საღამოზე ერთად წავიდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
17 წლის კაილა ბელი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე 67 წლის ბაბუასთან ერთად წავიდა.
ბაბუამ შვილიშვილის ჩაცმულობას თავისი შეუხამა, რომ მათი ვიზუალი ერთმანეთისთვის შესაფერისი ყოფილიყო.
“ბაბუაჩემმა იცოდა, რომ გამოსაშვები საღამოსთვის მეწყვილე არ მყავდა, ამიტომ მან გვერდი დამიმშვენა და გული არ დამწყვიტა”, – თქვა კაილა ბელიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები