“გლოვოს” დავურეკე და პიცის მოტანა რა დამიჯდება-თქო, – 3025 ლარიო” – როგორ შეხვდნენ “კომენდატის საათს” საქართველოში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში “კომენდანტის საათი” გამოცხადდა, ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა (ათასობით ადამიანი გარდაიცვალა), მათ შორის – საქართველო, თუმცა საქართველოში, საბედნიეროდ, გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ “კომენდანტის საათი” ქვეყანაში 21 :00 დან დილის 06: 00 მდე გაგრძელდება – მანამ, სანამ არ შესუსტდება ვირუსის გავრცელება მსოფლიოში. როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს საქართველოში? გთავაზობთ “ფეისბუქმომხმარებლების” სტატუსებს:

“ახდა საბჭოთა პედაგოგებო თქვენი ოცნება !! კლასში მხოლოდ ბუზის გაფრენის ხმა ისმის “

“ვისთვისაც პირველი კომენდანტია ჩაიფიქროს”

“მოკლედ ეჭვიანობები დროებით მორჩა
პ.ს. ჩემი ოქრო ჩემთანო”

“რაც ქართველმა ცოლებმა ვერ შეძლეს კორონამ შეძლო 🤷🏻‍♀️ 9-ზე სახლში”

“გლოვოს დავურეკე და პიცის მოტანა რა დამიჯდებათქო, – 3025 ლარიო”

“მონაცემებს თუ გადავხედავთ დეკემბერში აქ შობადობა მოუწევს მტრიას”

“იყავი ქველმოქმედი! გადი გარეთ და შეავსე ბიუჯეტი 3000 ლარით”

“გურული კომენდანტის საათზე: “ძამა, აი სასიკტილე კორონაი ღამით აშობილია თუ რაია აი 9-დან 6-მდე “ზაპრეტობანა”

“ჩემმა დაქალმა 9-მდე სახლში შესვლა ვერ მოასწრო და გოგრად გადაიქცა”

“იბრძვი… იბრძვი ამ COVID-19 ის წინააღმდეგ და მერე ჩინეთი აიღებს და გამოუშვებს COVID-19 PRO ს.”

კომენტარები

სხვა სიახლეები