გისოსებს მიღმა: როგორ ცხოვრობენ პატიმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში

საქართველოს ციხეების შემყურეთ დიდი ხანია ჩამოგვიყალიბდა ის აზრი, რომ საპატიმრო – ესაა ადგილი, საიდანაც შეუძლებელია ნორმალურ ადამიანად დაუბრუნდე საზოგადებას. ეს შეხედულება დაკავშირებულია ციხეებში გამეფებულ წესებთან და პატიმრების ცხოვრების პირობებთან, იქ დამკვიდრებულ დაუწერელ კანონებსა და წამებისა და პატიმრების შეურაცხყოფის ფაქტებთან… და რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ციხეებში?

1. თურქეთი

2015081714570337332

2015081714575137332

ეს დიარბაკირსკის ციხეა. ის ცნობილია იმით, რომ ზრდასრულ პატიმრებთან ერთად აქ ბავშვებიც არიან (თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ბავშვების სამუდამო პატიმრობას სერიოზული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში). ამ ციხის პატიმრები აბსოლუტურად უუფლებონი არიან. მათ ხშირად სცემენ, აყენებენ შეურაცხყოფას, ხშირია გაუპატიურების ფაქტებიც. სამედიცინო დახმარება აქ ფაქტიურად არაა. საოცრად მაღალია ამ ციხეში პატიმართა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელიც.

2. მადაგასკარი

2015081715021437332 - Copy

2015081715025737332

ეს სოფლის ციხეა მადაგასკარზე. ის შედგება სამი ბარაკისაგან, რომელთაც საერთო ეზო აქვს. ყველა ბარაკში ერთად დაახლობით 400 პატიმრამდეა. თავისუფალ დროს ისინი ეზოში ატარებენ.აი ასე გამოიყურება აქაური კამერები. პატიმრებს არა აქვთ საწოლები, მათ თხელ ხალიჩებზე სძინავთ. კვების პრობლემა აქ განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. კანონმდებლობა პატიმრების გამოკვებას არ ითვალისწინებს, ამაზე მათი ნათესავები და ოჯახის წევრები ზრუნავენ. ასე რომ, თუ დამნაშავე მარტოხელაა, მას ციხეში შიმშილით სიკვდილი გარანტირებული აქვს.

3. აშშ

რიკერსი – ციხე-კუნძულია ისტ-რივერის უბეში (ნიუ-იორკის შტატი). ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოსასწორებელი კოლონია, რომლის შენახვა ამერიკის ხელისუფლებას წელიწადში 400 მილიონი დოლარი უჯდება.2014 წლის აგვისტოში ფედერალურმა პროკურორმა პრიტ ბხარარიმ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ლაპარაკი იყო ” ძალადობის კულტურაზე” ციხის მეთვალყურეების მხრიდან, მათ შორის არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ. ასეთი შემთხვევები ამ ქვეყნის სხვა ციხეებშიც მრავლადაა.აშშ-ის კანონის მიხედვით სიკვდილმისჯილ პატიმრებს უფლება აქვთ ბოლო დღეს მოითხოვონ ნებისმიერი კერძი. ასე, მაგალითად, სერიულმა მკვლელმა ჯონ უეინ გეისმა აირჩია შემწვარი ქათამი, ხამანწკები, კარტოფილი ფრი და მარწყვი.

2015081715062737332

2015081715051637332

4. ჩრდილოეთი კორეა

კანიბალიზმი – არც ისე იშვიათი შემთხვევაა ამ ქვეყანაში შიმშილისაგან ღონემიხდილ პატიმრებს შორის. ციხის ზედამხედველები აუპატიურებენ პატიმარ ქალებს, იყენებენ მათ მონებივით, დამნაშავეებზე ხშირად ახდენენ ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების გამოცდას.

2015081715085937332

2015081715082337332

5. რუსეთი

აი ასე გამოიყურება კამერა რუსეთის რიგით საპყრობილეში.

2015081715102037332

პატიმრები დროის უმეტეს ნაწილს ხის ან ლითონის გადამამუშავებელ საამქროებში ატარებენ.სუპი-ბალანდა, პური, კომბოსტო, კომპოტი-აი რუსი პატიმრის ყოველდღიური რაციონი.

2015081715121537332

2015081715114337332

6. ნორვეგია

ჰალდენის ციხე აშენებულია სპეციალურად ყველაზე მძიმე დამნაშავეებისათვის. კამერაში კომფორტული საწოლი და მაცივარია.პატიმრები ზედამხედველების მეთვალყურეობის გარეშე სეირნობენ 30 ჰექტარი ფართობის ტყეში. აღსანიშნავია, რომ ამ ციხიდან გაქცევის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.პატიმრების ხელფასი დღეში 9 დოლარს შეადგენს. ამ ფულით მათ შეუძლიათ კვირაში ერთ დღეს სუპერმარკეტში წავიდნენ და დელიკატესები იყიდონ.

2015081715151737332

2015081715131837332

2015081715143637332

7. ავსტრია (ლეობენის ციხე)

აქ თვლიან, რომ პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ჩვეულებრივ, თავისუფალ ადამიანებს აქვთ. ციხეში არის ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, ფართო სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი. ინტერნეტით სარგებლობა შეუზღუდავია. ყველა კამერაშია ტელევიზორი და საშხაპე.

2015081715174437332

2015081715165437332

საინტერესო სტატისტიკა: ნორვეგიაში ყოფილ პატიმართა მხოლოდ 20% ხვდება განმეორებით ციხეში, დიდ ბრიტანეთში – 40%, ხოლო საქართველოში – 50%-ზე მეტი. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ბიუჯეტიდან დიდი თანხების დახარჯვა იმისათვის, რომ ჩვენთანაც ისეთივე ციხეები იყოს, როგორიც ავსტრიასა და ნორვეგიაშია?

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები