გიორგი ვარდოსანიძემ „რუსთავი 2“ დატოვა – მსახიობის პირველი კომენტარი

გიორგი ვარდოსანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. ის აღარ გაუძღვება გადაცემას „გააცინე და მოიგე“, რომლის წამყვანიც სამი წლის განმავლობაში გახლდათ. გული სწყდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა სხვა ეტაპი დაიწყო. მსახიობს აქვს უკვე ახალი შემოთავაზებები.
გიორგი, მართალია, რომ „გააცინე და მოიგეს“ აღარ წაიყვან?
დიახ, მართალია. წამოვედი.
მიზეზს არ გვეტყვი?
რაღაცები იცვლება „რუსთავი 2“-ში. შემომთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომლის პირობებმაც არ დამაკმაყოფილა. ანაზღაურებაზე ვსაუბრობ, რომელიც ნაკლები იყო, არ მაწყობდა და ამიტომაც აღარ დავთანხმდი.
რამდენი ხანი მიგყავდა ეს გადაცემა?
სამი წელი. რა თქმა უნდა, გული მწყდება, მაგრამ ასეა, რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. ახლა სხვა ეტაპი დაიწყება. არ ვიცი, ვინ წაიყვანს „გააცინე და მოიგეს“, მაგრამ მას წარმატება მინდა ვუსურვო.
როგორ გავიგეთ, შენს ადგილს ვახო ბიჭიკაშვილი დაიკავებს…
ძალიან კარგი. ძალიან მიყვარს მთლიანად ეს ჯგუფი და ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ…
წყენა ხომ არ ყოფილა?
არა, რა თქმა უნდა. ალეკო მალხაზიშვილი ჩემი ახლო მეგობარია. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მთელი გულით ვუსურვებ მათ წარმატებას. ოქროს ადამიანები არიან.
გაქვს შემოთავაზებები სხვა ტელეპროექტებზე?
მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს.

წყარო:http://fortuna.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები