გიორგი აბდალაძე ეკა წამალაშვილს: შენ რომ „იმედში” მუშაობდი, იმ „იმედმა” სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა

“შენ რომ „იმედში” მუშაობდი, იმ „იმედმა” „მოდელირებული ქრონიკა” ჰქმნა სააკაშვილ-არველაძის სცენარით და ქართველ კაცს გული მართლა გაუხეთქეთ”, – ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ეკა წამალაშვილის სტატუსს ეხმიანება.
„შენ რომ „იმედში” მუშაობდი, ის „იმედი” მაროდიორების მიერ აღებული იყო, – “ეტა რას”; შენ რომ „იმედში” მუშაობდი, იმ „იმედმა” „მოდელირებული” ქრონიკა” ჰქმნა სააკაშვილ-არველაძის სცენარით და ქართველ კაცს გული მართლა გაუხეთქეთ. ასე რომ, მისი სიკვდილი შენს ნამუსზეც არის, “ეტა დვა”; შენ რომ „ცოტა ხანს” „იმედში” მუშაობდი… ბუხენვალდში როცა მუშაობ, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია მუშაობ და არც იმას, გაზონს კრეჭ თუ ოქროს კბილს აძრობ გაზის კამერისთვის განწირულ ებრაელს… თანაც შენ, პერსონალურად, გაზონს არ კრეჭდი, უფრო მეორეთი იყავი დაკავებული, ანუ წამლავდი საზოგადოებას. შენ რომ „იმედში” მუშაობდი, იმ „იმედმა” სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა”, – წერს გიორგი აბდალაძე.
ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გასულ ფილმს ეხმიანება და მას “ბოროტებას” უწოდებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები