ცნობილი მსახიობი გივი სიხარულიძე „კვირა+“-თან ლგბტ საზოგადოების დღესთან დაკავშირებით თავის აზრს აფიქსირებს და ფემინისტ მარიამ ქაჯაიას სიტყვებს ეხმაურება. „ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, ეს გათახსირებული, გახრწნილი ფემინისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ ქორწინება და ოჯახის არსებობა არის ჩაგვრა, უთანასწორობის წინაპირობა და მისი გაუქმება კაცობრიობისთვის მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იდეალურ საზოგადოებაშიო, ასეთი ქალები რომ არსებობენ და ამ ქალს რომ ქალობას არ ჩამოართმევენ, ის საქართველო საქართველო აღარ არის“. მსახიობმა 17 მაისზე, ანუ ლგბტ საზოგადოების დღის ყოფნა არყოფნაზეც ისაუბრა. „ეს რომ საკითხავია, ის საქართველო დაღუპულია, აღარ არსებობს ჩემი ქვეყანა. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ კითხვებია, საქართველო არ უნდა იყოს, ჯობია, დავიღუპოთ“, – განაცხადა გივი სიხარულიძემ „კვირა+“-თან.