გზა საკონცენტრაციო ბანაკიდან ობამას პირად სამკერვალომდე – მარტინ გრინფილდის იღბლიანი ისტორია (ფოტოკოლაჟი)

  მარტინ გრინფილდი, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირადი მკერავია. ის ამერიკულმა ჟურნალმა ”ნიუ-იორკ თაიმსმა” 2013 წლის გამოკითხვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მკერავად დაასახელა.
86 წლის გრინფილდის წლიური შემოსავალი 27 მილიონი დოლარია. მისი სამკერვალო ხაზის მომხმარებლები იყვნენ ამერიკული ბომონდის ყველაზე ცნობილი სახეები: ჯგუფი რეტ ფეკი, ფრენკ სინატრა, დინ მარტინი, სემი დევისი, ლეონარდო დიკაპრიო და თავად აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი.
დღეს ის ბევრი ადამიანისთვის საოცნებო კუმირია, თუმცა არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის გზა, რომელიც მან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან ობამას პირად სამკერვალომდე გაიარა. გრინფილდი ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, 20 წლის ასაკამდე ორი ჰოლოკოსტის გამოვლა შეძლო. კარგად ახსოვს, მშობლების, და-ძმებისა და ახლობლების დაკარგვა. ყველა მათგანი მის თვალწინ აუშვიცის ბანაკში გარდაიცვალა. ზოგი წამებით, ზოგიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებით.
კერვის განსაკუთრებული სიყვარული გრინფილდს არასდროს ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც გერმანელი ჯარისკაცი მიუახლოვდა და ჰკითხა შეეძლო თუ არა მას სამოსის შეკერვა. ბიჭს უარი უნდა ეთქვა, მაგრამ მის ნაცვლად ჯარისკაცს პასუხი მამამისმა გასცა. მაღლა ააწევინა ხელი და შეჰყვირა, რა თქმა უნდა იცის კერვა, ის საუკეთესო მკერავიაო.
„მამას დამთავრებულიც არ ჰქონდა თავისი სიტყვები, როდესაც ორი გერმანელი ჯარისკაცი მკლავში მწვდა და ჩემი წაყვანა დააპირა, ძალიან შემეშინდა და გავიქეცი, არც კი ვიცი რატომ, ალბათ ვიფიქრე მამისაგან შორს არ წამიყვანონთქო, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ მამა მაინც აღარ მინახავს.” თავდაპირველად გრინფილდის სამუშაო გერმანელი ჯარისკაცების სამხედრო სამოსის გარეცხვა იყო. მოგვიანებით, მას ტანსაცმლის კერვა დაავალეს. ის მალე მიხვდა, რომ მკერავებს ბანაკში უკეთესად ექცეოდნენ და ნაკლებადაც სცემდნენ. ამიტომაც, თავდაუზოგავი შრომა დაიწყო.
1945 წელს, საბჭოთა ჯარებმა აუშვიცის ბანაკი გათავისუფლეს. გრინფილდი, რომელიც უკვე გამოცდილი მკერავი იყო, ჯერ თავის სამშობლოში ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნდა, შემდეგ კი ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. დღეს მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები