გვენ სტეფანი ქმრის ღალატის შესახებ: მეგონა, ამას ვერ გადავიტანდი

45 წლის ამერიკელი მომღერლის, გვენ სტეფანის ყოფილ ქმარს, გევინ როსდეილს 3 წლის განმავლობაში მათი სამი შვილის ძიძასთან, მინდი მენთან ფარული რომანი ჰქონდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ჯერ კიდევ იმ დროიდან ჰქონდა ძიძასთან რომანი, როცა გვენ სტეფანი მუცლით მესამე შვილს ატარებდა.
სანამ ყველა ვარსკვლავის ოჯახში მომხდარი სკანდალის შესახებ საუბრობს, გვენ სტეფანმა გადაწყვიტა, საზოგადოებას ქმრის ღალატის შესახებ პირადად მოუთხროს.
„მე რომ თქვენ მთელი ამ საშინელი ისტორიის დეტალები მოგიყვებთ, შოკში ჩავარდებით. მეგონა, ამ ფაქტს ვერ გადავიტანდი, იმდენად მტკივნეული იყო, არც მეგონა, თუ ოდესმე ძალის მოკრებას ისევ შევძლებდი“,- განაცხადა გვენ სტეფანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ გვენ სტეფანი ამჯერად კოლეგას, ბლეიკ შელტონს ხვდება. გვენ სტეფანის თქმით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით მათ შორის სიყვარული გაჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები