გერმანელი მამაკაცი, მაღაზიაში თაღლითობის გამო, 208 ათასი ევროთი დააჯარიმეს

გერმანიაში, სასამართლომ ადგილობრივი მაცხოვრებელი 208 ათასი ევროთი იმის გამო დააჯარიმა, რომ მან სუპერმარკეტში, სალაროში, საქონლის ღვიძლი ხილის ფასში გაატარა.
როგორც გერმანული მედია იუწყება, ინციდენტი 2017 წლის დეკემბერში აუ-ჰაიდჰაუზენში, მიუნჰენის მახლობლად მოხდა. მამაკაცმა საქონლის ღვიძლი ხილის პარკში გაახვია და ამგვარად, ეს პროდუქტი სალაროში ხილის ფასად გაატარეს. თვის განმავლობაში კი, მან ასეთი ხერხით ოთხჯერ შეიძინა პროდუქტები.
სასამართლოში 58 წლის მამაკაცმა თავისი ქმედების ახსნა ვერ შეძლო. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს, ჯარიმის დიდი ოდენობის დაწესება იმით აიხსნა, რომ თაღლითი მყიდველი, ანაზღაურების სახით, თვეში 24 ათას ევროს იღებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები