სილამაზე – ჯადოსნური ძალაა. ვინ არ ოცნებობს, გარშემომყოფთა აღფრთოვანებული მზერა დაიჭიროს. რა თქმა უნდა, ლამაზი გარეგნობის წინაპირობა ჯანსაღი ორგანიზმია. შემდეგი რამდენიმე რჩევა თქვენი გარეგნობის გასაუმჯობესებლად ისეთი მეთოდებით დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებენ. ამიტომაც ეს მეთოდები ძალზე ეფექტიანია და შედეგს 30 დღეში იგრძნობთ.
1. სელის თესლი
გამოიყენე სელის თესლი კვებაში ყოველდღიურად. სასურველია უზმოზე, დილით, როგორც კი გაიღვიძებ. საჭირო ეფექტის მისაღწევად საკმარისია სელის ერთი სუფრის კოვზი. შეგიძლიათ მას თბილი წყალი მიაყოლოთ. მთავარია, კარგად დაღეჭოთ. ასევე შესაძლებელია სელი დაფქვათ და მიღებული ფხვნილი ფაფაში დაიმატოთ.
სელის თესლის საიდუმლო ისაა, რომ იგი ორგანიზმს წმენდავს. სელი ძალიან სასარგებლოა კანისთვის – ის უფრო ნაზი და დაჭიმული გახდება. სელი ასევე თმისთვის და ფრჩხილებისთვისაა სასარგებლო. საკვებში სელის გამოყენებით, თქვენ ასევე გახდებით – ეს ჰარმონიული, ჯანსაღი გახდომა იქნება, რომელიც თქვენს ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.
2. მოხარშული ჭარხალი
ყოველდღე მიირთვით მოხარშული ჭარხლისგან დამზადებული სალათა. შესაძლებელია შავი ქლიავის, ნიგოზის, ნივრის დამატება. სურვილისამებრ, დაამატეთ უცხიმო არაჟანი.
ჭარხალი – მშვენივრად წმენდავს სისხლს, კარგად მოქმედებს შიდა ორგანოების მუშაობაზე. მიირთვით ჭარხალი ყოველდღე და ნახავთ, თუ როგორ გამოგიკეთდებათ კუჭის მოქმედება და ასევე გაგეწმინდებათ კანი.
3. გლიცერინი და Е ვიტამინი
ყოველ საღამოს ძილის წინ გაიკეთეთ გლიცერინის და Е ვიტამინის სახის ნიღაბი. 30 გრამ გლიცერინზე Е ვიტამინის 10 კაპსულაა საჭირო. კაპსულების შიგთავსი გლიცერინში უნდა აურიოთ. ნიღაბი კარგად გაწმენდილ სახეზე უნდა დაიდოთ. შეგიძლიათ კანი ცოტათი ლოსიონით დანამოთ. გლიცერინის და Е ვიტამინის ნიღაბი ნაოჭების გასწორებაში დაგეხმარებათ.
4. თხილი
დღეში თხილის 50 გრამი მიირთვით. სხვადასხვა თხილი თმისთვის და ფრჩხილებისთვის არის სასარგებლო. თხილის აქტიური მოხმარების შემდეგ ნახავთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა. თხილი კარგად მოქმედებს გარეგნობაზე და ასევე ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს.
5. მშრალი მდოგვის ნიღაბი
გაიკეთეთ თმის ნიღაბი მდოგვის ფხვნილის და ზეთის გამოყენებით. სასურველია ზეითუნის ზეთის გამოყენება. დაიდეთ ნიღაბი ნამიან თმაზე 20 წუთით, შეიხვიეთ პარკით და პირსახოცით. თმა შესანიშნავი გახდება – ბრწყინავი და ძლიერი. გარდა ამისა, მდოგვი თმის გაზრდის სტიმულირებას ახდენს.
6. წინდები
ღამით ნატურალური მასალისგან დამზადებული წინდები ჩაიცვით. სანამ წინდებს ჩაიცვამთ, ფეხზე კარაქი წაისვით, შესაძლებელია, ერთი-ორი წვეთი პიტნის ზეთი დაუმატოთ. ამ პროცედურის ყოველდღიური გამოყენებით, უკვე ერთი თვის შემდეგ თქვენ ფეხებს ვერ იცნობთ! ასეთი ნაზი კანი მხოლოდ ახალშობილებს აქვთ.
7. ხორბლის ზეთი
ხორბლის ზეთი იმათთვის არის კარგი, ვისაც სურს, რომ ლამაზი, გრძელი წამწამები ჰქონდეს. აიღეთ ტუშის ცარიელი კონტეინერი, გარეცხეთ ის და ტუშის ჯაგრისი. ჩააწვეთე ხორბლის ზეთი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ერთი თვის შემდეგ თქვენი წამწამები უფრო გრძელი და ხშირი გახდება. არანაირი დაღლა ტუშის მუდმივი გამოყენების შემდეგ არ შეინიშნება.
8. ზღვის მარილი
ზღვის მარილის და არაჟნის გამოყენებით ტანის შესანიშნავი სკრაბი გამოვა. შეგიძლიათ საკმაოდ ცხიმიანი არაჟანი გამოიყენოთ. წაისვით სკრაბი ტანზე, შემდეგ კი თბილი წყლით მოიცილეთ. სკრაბის გამოყენებით ყველა მკვდარი უჯრედი ტანს შორდება, კანი აბრეშუმივით რბილი ხდება. არაჟანი კანს კვებავს. არ დაიზაროთ და ამ სკრაბით ტანი ყოველდღიურად დაიმუშავეთ. ეს ისეთი პრობლემის მოგვარებასაც დაეხმარება, როგორიც ცელულიტია.ზღვის და არაჟნის მასა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.
9. ამარანტის ზეთი
ამ ჯადოსნური ზეთის ერთადერთი მინუსი – მისი ფასია, თუმცა ის სრულადაა გამართლებული. ანარანტის ზეთი შეგიძლიათ წაისვათ სახეზე – იმ ადგილებში, სადაც ნაოჭებია, ტანზე, გამონაყარზე, ნაიარევზე, დამწვრობაზე… ზეთს რეგენერაციის ფუნქცია აქვს.
10. მენთოლის ზეთი
მენთოლის ზეთი – თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ერთ ლიტრ წყალზე აიღეთ ზეთის 5 წვეთი, შეურიეთ და თმის ყოველი დაბანის შემდეგ თმას გადაავლეთ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ცხიმიანი და ქერტლიანი თმისთვის. მენთოლის ზეთი თავის ტკივილსაც ანეიტრალებს.