[alert type=”e.g. warning, danger, success, info”][/alert]
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 3 მარტის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს:
“გაუფრთხილდით სამკაულსა და სხვა ძვირფას ნივთებს, მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას. მაღალია მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის, ჭორებისა და ინტრიგების, დაცინვისა და ქურდობის ალბათობა. იმოქმედეთ ყურადღებით, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად წინ დაგხვდებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და კონფერენციების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილსა და უგუნებობას. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, – მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებსა და ფილტვებს.
დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე, თოფაზი, საფირონი, ჟადეიტი, გეაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებს თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი გაზრდის წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, მორიელი და თხის რქა”, – აცხადებს ასტროლოგი.