გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარეში მანქანების გარეცხვის ფაქტზე მოქალაქეები ამხილა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა წყლის რესურსების დაცვის კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
ქ. თერჯოლასა და ზესტაფონში მოქალაქეები მდინარეში რეცხავდნენ სატრანსპორტო საშუალებებს, რაზეც დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის არხში, მდინარეებში და ტბებში რეცხვისას იმღვრევა წყალი, მასში ჩაედინება შეწონილი ნაწილაკები, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ავტომობილს სარეცხი საშუალებებით რეცხავენ, ქიმიკატები კი პირდაპირ წყალში ხვდება. ამასთან ავტომობილი მოძრაობისას მუდმივად ისვრება საწვავ-საპოხი (ნავთობპროდუქტები) ნივთირებებით, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ წყალში მცხოვრებ თითოეულ ორგანიზმს.

11873479_1294482770566138_750712829923955552_n

კომენტარები

სხვა სიახლეები