“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 187-ით ჭარბობს ამჟამად კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტებს” – მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 257 პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულების რიცხვი 187-ით აჭარბებს ინფიცირებულებს.
„დღეის მდგომარეობით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 257 პაციენტი.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 187-ით ჭარბობს ამჟამად კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტებს.
ახალ შემთხვევებს რაც შეეხება – სამი არის ცნობილი ბოლნისის წყარო. მეორე ზუგდიდის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია. ჩვენს ცენტრში აქედან მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ .