გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულში უმაღლესი ქულები მოიპოვეს

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში   მაქსიმალური ქულები მიიღეს.

ერთერთი მათგანი ანი აბაშიძეა. მან რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა დაამთავრა:
“მაღალ ქულას ველოდი, თუმცა მაქსიმალურს – არა. ეს, რა თქმა უნდა, მასწავლებლისა და ჩემი შრომის დამსახურებაა. პროგრამირებაზე მინდა ჩაბარება ან თავისუფალ უნივერსიტეტში ან – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში”, – ამბობს ანი.

მარიამ ხაჩიძემ დაბა სურამის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და მანაც მაქსიმალური ქულა აიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
“არ ველოდი მაქსიმალურ ქულას.
ისე მეშინოდა, თავად ვერც ვნახე პასუხი. ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვაბარებ, ჯერჯერობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს არჩეული. ეს ჩემი შრომის, მეცადინეობისა და, რა თქმა უნდა, ქართულის მასწავლებლების დამსახურებაა”, – ამბობს მარიამი.

დათო ჯავახიშვილმაც უმაღლესი ქულა აიღო. მან ხურვალეთის საჯარო სკოლა დაამთავრა და ეკონომიკის მიმართულებით აპირებს ჩაბარებას:
“საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული და მაღალ ქულასაც ველოდი, თუმცა, არა – მაქსიმალურს. ნებისმიერი თემისა და ესსეს დასაწერად ვიყავი მზად და მგონია, რომ ბევრმა შრომამ განაპირობა შედეგი”, – გვიყვება დათო.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები