ხშირად ადამიანის წარბების ფორმა მის ხასიათზე მეტყველებს. ფორმა განსაზღვრავს განსხვავებული პიროვნებების თვისებებს, აზროვნების სტილს. ქვემოთ გაეცნობით განსხვავებული ფორმის წარბებს და მათთან დაკავშირებული პიროვნებების თვისებებს.
რკალისებრი წარბი:
სილამაზეზე მეტყველებს. რკალისებრი წარბის მქონე ადამიანის ცხოვრება დატვირთულია კარგი, პოზიტიური მომენტებით. ის სხვებთან ჰარმონიულ ურთიერთობების დამყარების უნარზე მიგვანიშნებს.
ზევით აწეული წარბები:
პოზიტიურობაზე, ოპტიმიზმზე მეტყველებს. ხშირად ასეთი წარბები აქტიური ცხოვრების ადამიანებს აქვთ. ისინი გამოირჩევიან ორგანიზატორული უნარითა და მოხერხებულობით.
ქვემოთ ჩამოწეული წარბები:
ასეთი წარბები მიმზიდველობის ნიშანია. თუმცა შესაძლებელია ისინი სხვებისთვის პიროვნების სისუსტის მაჩვენებელი გახდეს.
მოკლე წარბები:
იძლევა ახალგაზრდობის შეხედულებას… იგი პიროვნების დამოუკიდებლობის და ამბიციურობის მაჩვენებელია.
სწორი წარბები:
წარმატებული ქალის/მამაკაცის მახასიათებელია. ასეთ პიროვნებას იტაცებს სპორტი და ასევე გართობა. ის არის ლოგიკურად მოაზროვნე. მისი დარწმუნება შესაძლებელია მხოლოდ ლოგიკით და მტკიცებულებებით.
კუთხოვანი წარბები:
ასახავს დრამატულ პიროვნებას… შემოქმედებითობას, ის არის ბრწყინვალე ფინანსურ საკითხებში. პირი, რომელსაც აქვს ამობრუნებული “V”-ს ფორმის წარბები, ყოველთვის ეძებს კონტროლს და ძალაუფლებას. ასეთი პიროვნებები ხშირად იბრძვიან მაღალი სტატუსის და თანამდებობის მოსაპოვებლად.
მრგვალი წარბები:
ბიზნესმენის ან თუნდაც მსახიობისთვისაა დამახასიათებელი. ის ძალიან მეგობრულია ბუნებით განსაკუთრებით კარგად ესმის მაგალითებით და მეტაფორებით საუბარი.
თხელი წარბები:
თხელი წარბები მიანიშნებს, რომ პიროვნება არის ძალიან მგრძნობიარე, განსაკუთრებით, თუ მას აქვს დახვეწილი სახის ნაკვთები, როგორიცაა პატარა თვალები, ცხვირი ან ტუჩები.
გადაბმული წარბები:
ასეთი წარბების მქონე პიროვნება უწყვეტად მოაზროვნეა. მას არ შეუძლია დასვენება, ყოველთვის ფიქრობს და აფასებს მის გარშემო არსებულ სიტუაციას. ასეთ პიროვნებას შესაძლოა ჰქონდეს უძილობის პრობლემები, როდესაც ახლოვდება მნიშვნელოვანი მომენტი მის ცხოვრებაში.