“გადაწყვეტილება მიღებული არ არის” – გაიხსნება თუ არა პირველი თებერვლიდან მაღაზიები?

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე პანდემიის პირობებში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი განიხილეს. ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში გეგმა უნდა შემუშავდეს და, ჯერჯერობით, გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„ამ ორი დღის განმავლობაში გეგმა უნდა შემუშავდეს, როგორც გაზაფხულზე, რომ ყველაფერი ერთბაშად არ გაიხსნას და შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, არცერთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მათ შორის, არც ტრანსპორტის ამუშავებაზე. ამაზე შემუშავდება გეგმა თანდათანობითი შემსუბუქების, ოღონდ, ძალიან მკაცრი ეპიდსიტუაციის მონიტორინგის ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები