“ფეისბუქში” ვიდეომიმართვა გავრცელდა მოწოდებით “გააზიარე სითბო”.
გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭები თბილისის მოქალაქეებს ერთგვარ გამოწვევას სთავაზობენ – მათ თავიანთ ქუჩაზე თბილი ტანსაცმლით სავსე კარადა გაჭირვებული ხალხისთვის დადგეს. თანამოქალაქეებს კი მოუწოდეს, თავადაც შემოუერთდნენ მათ წამოწყებას – გამოუყენებელი და მივიწყებული კარადები გამოსადეგი გახადონ და კეთილი საქმე სინერგიით აკეთონ.
https://www.youtube.com/watch?v=a5VIKMgB8zk&feature=youtu.be