“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი, ცოტა ხნის წინ გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, ფორმაში ჩადგომას ცდილობს. დღეს ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე მეუღლესთან, ეკა მიშველაძესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი მინაწერით: “ესეც პირველი წრე კუს ტბაზე! 1250 მეტრი! I’ll be back!”,- წერს პეტრიაშვილი.