ბროდვეის ვარსკვლავმა, რომელსაც მანქანა დაეჯახა, მეორე შვილიც დაკარგა

ორი თვის წინ, რუთი ენ მაილზს, 4 წლის ქალიშვილთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევა გადახდა. გოგონა დაიღუპა, თავად 44 წლის მსახიობი კი გადარჩა, თუმცა უმძიმესი ტრავმები მიიღო. ორი თვე ექიმები მისი მეორე შვილის სიცოცხლისთვის იბრძოდნენ – ქალი ორსულად იყო, თუმცა საბოლოოდ, ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ტრაგედია მარტში მოხდა. მეგობართან და შვილთან ერთად რუთი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე, გზაზე გადადიოდა. ამ დროს, შუქნიშნის წითელ ამკრძალავ ფერს ერთი ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა და სვლა განაგრძო. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ბავშვებიც. მათ შორის იყო რუთის ქალიშვილი – ებიგეილი. თავად მსახიობი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მაილსი ორსულად იყო და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ.
თავად მომხდარში დამნაშავე ქალი მძღოლი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ იმ მომენტში თავი შეუძლოდ იგრძნო. თუმცა, პოლიციას ადრეც ჰქონია დაფიქსირებული მის მიერ საგზაო წესების უხეში დარღვევა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის შუქნიშნის ამკრძალავ ფერს ოთხჯერ არ დაემორჩილა. ახლა მას ბავშვების მკვლელობისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბროდვეის მომღერალი და მსახიობი, ნახევრად კორეელი მაილსი, პრესტიჟული თეატრალური პრემია „ტონის“ მფლობელია. ეს ჯილდო მან მიუზიკლში „მე და მეფე“ როლისთვის მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები