ბრიტანელმა მამაკაცმა 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს 12 ქვეყანა მოინახულა

ბრიტანელმა ადამ ლეიტონმა რეკორდი მოხსნა და 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩასვლა მოასწრო. წინა რეკორდი – დღე-ღამის განმავლობაში 11 ქვეყანა – 1993 წელს დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამი თვითმფრინავებით, მატარებლებით და ავტობუსებით მგზავრობდა. უკანასკნელი 4 კილომეტრი მან სირბილით გაიარა, ბოლო საზღვარი კი დედლაინის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე გადაკვეთა. ლეიტონმა თავისი ტური გერმანიიდან დაიწყო. მან ჩასვლა საფრანგეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში მოახერხა. ახლა 39 წლის ბრიტანელი გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ დადასტურებას ელის. აღსანიშნავია, რომ ადამის მოგზაურობის წყალობით, საქველმოქმედო ორგანიზაცია Sands-ისთვის სახსრების მოძიება გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები