აშშ-ს ქალაქ ბუფალოში, ბრიტანელმა ალპინისტმა, უილიამ გედმა 52 მეტრიანი ნიაგარას ჩანჩქერი დალაშქრა. ის პირველი ალპინისტი აღმოჩნდა ვინც, ნიაგარას ჩანჩქერის დალაშქვრა ზამთარში მოახერხა.
ნიაგარას ჩანჩქერი უძველეს დროში წარმოიქმნა. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ის დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ის მოულოდნელად შეჩერდა, თუმცა მეცნიერები ამის მიზეზს დღემდე ვერ ასახელებენ. ნიაგარას ჩანჩქერი, სანახაობრივი თვალსაზრისით ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია.
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=jU5i1WjRBhE/watch?v=ABCDEFGH[/youtube]