ბრიტანელი ქალი ცოლად 2 კატას გაჰყვა და თაფლობის თვე კანარის კუნძულებზე გაატარა

დიდი ბრიტანეთის მკვიდრი ბარბარელა ბიუხნერი ცოლად თავის ორ კატას გაჰყვა. 48 წლის ქალბატონმა თაფლობის თვე კანარის კუნზულებზე გაატარა. ამ ინფორმაციას „Metro“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საიტმა, რომელიც შინაურ ცხოველებთან ადამიანების ქორწინების ხელშეწყობას ეწევა, ბარბარელას სერტიფიკატიც გადასცა, რომელიც კატებთან მის ქორწინებას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. ქალბატონის ნათესავები მის საქციელს სიგიჟედ მიიჩნევენ. შვიდი წლის წინ ბიუხნერი საყვარელ მამაკაცს დაშორდა. ამის შემდეგ მან თავშესაფრიდან კატები ლუგოში და სპაიდერი გამოიყვანა და შვება სწორედ მათთან ურთიერთობაში იპოვა. ქალბატონი თავის „მეუღლეებთან“ ერთად ცხოვრებას თავის სახლში, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები