ბრიტანელი მოდელის პროვოკაციული „ლუქი“ და ფართო დეკოლტე კვლავ ყურადღების ცენტრშია

23 წლის ბრიტანელმა მოდელმა დემი როუზმა კვლავ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამჯერად მან თავისი პროვოკაციული ჩაცმულობითა და სხეულის მრგვალი ფორმებით ინტერნეტ მაღაზიის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე გაიბრწყინა.
საშობაო ვახშამზე მოდელმა წითელი კაბა მოირგო, რომელიც ფანტაზიას გასაქანს ნამდვილად აღარ აძლევს. კაბის ფართო დეკოლტემ ნახევრად გააშიშვლა მისი დიდი ზომის მკერდი. არც კაბის სიგრძეს დაუფარავს ბევრი რამ. კაბის ფერისვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა როუზის მოხდენილ ფეხებს.
ამ სამოსის დახმარებით, დემიმ დემონსტრირება გაუკეთა ვიწრო წელსა და მის ცნობილ და ეფექტურ თეძოებს.
„ინსტაგრამზე“ კი, სადაც მას 8 მილიონი გამომწერი ჰყავს, მან ამავე სამოსში გამოწყობილმა ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა საშინაო ატმოსფეროში. მოდელმა ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო – „ უხერხულია თუ საყვარლობაა?“. დემი როუზის ამ ფოტომ 200 ათასი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები