ბრიტანელი მეთევზის ფოტოსურათზე ტბის მოჩვენება გაჩნდა

 

ბრიტანელი მეთევზე უეინ ფოლქსი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, როდესაც თევზით ხელში საკუთარი ფოტოსურათი შეისწავლა. ერთ-ერთ ფოტოზე მებადურის უკან წითელი, სისხლიანი სახე ჩანს. ფოლკს მიაჩნია, რომ ეს მოჩვენების ფოტოა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ფოტოზე მოჩვენების გამოჩენა სულაც არ გაკვირვებიათ. „ამ ტბას ძალიან ცუდი ისტორია აქვს. ერთი წლის განმავლობაში აქ ერთი ადამიანი დაიხრჩო, ხოლო ერთმა თავი მოიკლა“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა პოლ პემბერტონმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები