ბრინჯის სალათა

ინგრედიენტები:
ბრინჯი – 0,5 კგ;
ქათმის ფილე;
ხახვი – 4 თავი;
სტაფილო- 2 ცალი;
კარაქი, მოხარშული კვერცხი – 2-3 ცალი;
მარილი, პილპილი, ქონდარი, მაიონეზი, ყველი (გემოვნებით).

მომზადების წესი: ბრინჯი და ქათმის ფილე მოვხარშოთ, ხახვი მოვხრაკოთ. ხახვიან ტაფაში დაძენძილი ფილე ჩავაყაროთ, სტაფილო ჩავახეხოთ და ერთად მოვთუშოთ. ცეცხლგამძლე ჭურჭლის ძირში მოვათავსოთ ცოტაოდენი კარაქი. ბრინჯი მოვაყაროთ, შემდეგ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მოშუშული ქათამი, პატარა კუბებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი დავუმატოთ. მარილი, პილპილი და ცოტა ქონდარი მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი და სურვილისამებრ ყველიც მოვახეხოთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ ზედაპირის შებრაწვამდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები