ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა ჟურნალ V-ს ფურცლებზე რობერტ რედფორდის იმიჯი მოირგო. ანჯელინა ჯოლის მეუღლემ ცნობილი ფოტოგრაფებისთვის – ინეს ვან ლამსვერდისა და ვინუდ მატადინისთვის იპოზირა. მსახიობმა ამჯერად არჩია, მისი კოლეგის სტილში გადაეღოთ. „ავიატორი“, რეიბანები, 70-იანების ვარცხნილობა, ჯინსის შლაქსები და ტყავის მოკლე ქურთუკი – ასეთი ფოტო-რეპეტიციის შემდეგ, მას უკვე ნამდვილად შეუძლია კოლეგის კინო-როლებიც კი განასახიეროს.
როგორც ცნობილია, ბრედ პიტმა მის უფროს მეგობარ რედფორდთან ერთად, 2001 წელს მონაწილეობა სათავგადასავლო მძფრსიუჟეტიან თრილერში – „ჯაშუშთა თამაშები“ მიიღო. ფოტოსესიის ძირითადი ხაზიც, რეედფორდის პროტოტიპის ანალოგიური გამოვიდა.