ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ “ლაიფ-ჯოურნალი”ავრცელებს. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში, მათ შორის “ოდნოკლასნიკებში”, “ფეიბუქზე” და “კონტაქტზე” ახალგაზრდა ფოტომოდელის სახელით ცრუ “ექაუნთები” იქმნება. ერთ-ერთ მათგანზე შემდეგი სტატუსი იყო განთავსებული, “ვეძებ ახალგზარდა მამიკოს”. “მენატრები” დურიცკაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ეს პროვოკაციაა, რადგანაც გოგონა სოციალური ქსელით იშვიათად სარგებლობდა და არც ერთი ზემოთჩამოთვლილი ექაუნთი მას არ ეკუთნის.