“ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ვითანამშრომლო რუსთავი 2-თან!”- რუსკა მაყაშვილს გადაცემა დაუხურეს

“რუსთავი 2”-ს გასულ სატელევიზიო სეზოზე დაიწყო გადაცემა “ურუსკესი”, რომლის წამყვანიც რუსკა მაყაშვილი გახლდათ.
როგორც ამბობდნენ, გადაცემას რეიტინგი არ აკლდა. ახალი სატელევიზიო სეზონის ბადეშიც გათვალისწინებული იყო, თუმცა მოულოდნელად გადაცემა დახურეს. მიზეზებზე თავად რუსკამ საკუთარ ფეისბუქ პოსტში ისაუბრა:

“ჩემი გადაცემა “ურუსკესი”, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გადიოდა და რომლის მეორე სეზონი დამტკიცებული, მზადება დაწყებული და ჩაწერის დღე დანიშნული იყო, მოულოდნელად ჰოპპ დაიძახეს და დახურეს. მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ, ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღე სხვა შემოთავაზება რ2-ისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ვითანამშრომლო რუსთავი 2-თან!
ჩემი
მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს – გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძეს, რომლებთანაც 2015 წლიდან ვმუშაობდი და ბევრი რამ მასწავლეს. დავყვებოდი და დამატარებდნენ ყველგან, სადაც მიდიოდნენ, წავიყვანე ყველა საერთაშორისო, დიდი მეგა-შოუ სწორედ მათი წყალობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ რადგან ამდენის საშუალება მომცეს თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩემით!!! დიდი მადლობა მათ და მთლიანად ნოვა პროდაქშენის გუნდს!
გრძელ ცხვირა და თმა გაშლილი თქვენი რუსკა მაყაშვილი!
P.s. ცალე უდიდესი მადლობა ჩემს ნატალიას და მაგდას “

კომენტარები

სხვა სიახლეები