ახალი წლისთვის ყველა ცდილობს დაასრულოს ძველი საქმეები, რათა ახალი წლიდან ყველაფერი ახალი და კარგი შემოვიდეს მის ცხოვრებაში. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს ბედნიერი, ფულიანი და ჯანმრთელი შეხვდეთ და ასევე გაატაროთ 12 თვე. ჩვენ მოგიმზადეთ სასარგებლო და გამოცდილი რჩევები და თქვენი გადასაწყვეტია, რომელს გაითვალისწინებთ, არჩევანში თავისუფალი ხართ.
უპირველესად, მიჩნეულია, რომ ახალ წელს ახალი სამოსით უნდა შეხვდეთ. და ჯიბეში აუცილებლად უნდა გედოთ მსხვილი კუპიურა. ახალი ტანსაცმლის ყიდვის საშუალება თუ არა გაქვთ, ეცადეთ, თეთრეული მაინც იყოს ახალი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ ცხოვრებაში სიყვარულის მოზიდვა გსურთ, საცვალი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს.
დააკვირდით, სუფრასთან შამპანურის ფუჟერებში დასხმის დროს, ვის შეხვდება ბოლო წვეთები, მას მთელი წლის განმავლობაში გაუმართლებს. აგრეთვე, გაუმართლებთ მათ, მოულოდნელ საჩუქარს მიიღებენ, ვინც ახალი წლის ღამეს რამეს იპოვის.
აგრეთვე, ბედნიერება ელის მას, ვინც ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს.
კარი არ მიუკეტოთ შემთხვევით მოსულ ადამიანს (გზა აებნა, ცოლმა გამოაგდო) ამბობენ, რომ ამგვარად ბედი გცდით და თუ კარგად ჩააბარებთ გამოცდას, ჯილდოსაც მიიღებთ.
ეცადეთ, სახლიდან ნაგავი მზის ჩასვლამდე გაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იღბალს გაიტანთ ბინიდან. სახლი დაალაგეთ ახალი წლის დადგომამდე და პირველშიც კი არ გახვეტოთ ბინა. აი, სარეცხის გარეცხვა კი ცუდის ნიშანია. თქვენ შეიძლება ყველა სიკეთე გადარეცხოთ, რაც გეკუთვნოდათ. იატაკის მოწმენდაც კი ახალი წლის დადგომამდე, მზის ჩასვლამდე უნდა შესრულდეს.
საახალწლო სუფრაზე არავის წაეკამათოთ. ჭიქის მოჭახუნების დროს ადამიანს უსურვეთ სამი მნიშვნელოვანი რამ: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პური – ასე იქცეოდნენ ძველად.
თუ ფეხმძიმე ქალი საახალწლო სუფრასთან პირველი დაჯდება და პირველი დაიწყებს ჭამას, მსუბუქად იმშობიარებს. მეძუძურმა დედამ კი სტუმრები თვითონ არ უნდა მოიპატიჟოს, არც შინ და არც სუფრასთან, მისი შვილი მთელი წელი ჭირვეული იქნება.
დააკვირდით, რომ ცოლ-ქმრის საწოლზე არავინ წამოწვეს, ეს წყვილს ახალ წელს ბევრ უსიამოვნებას, ღალატსაც კი, მოუტანს.
ახალ წელს სახლში შემოსულ პირველ სტუმარს ჰკითხეთ: “ბევრი” თუ “ცოტა”. თუ გიპასუხებთ “ბევრი”, მთელ წელს უზრუნველად გაატარებთ და თუ გეტყვით “ცოტა”, ფინანსური დანაკლისი გელით. სასურველია, ბინაში ერთდროულად ორი ადამიანი შემოვიდეს. მიჩნეულია, რომ ასე ცუდი ვეღარ შემოეტევა კარში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა 28 დეკემბერი . ამ დღეს არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი – საყიდლები, ახალი საქმის დაწყება – მას აქვს უდიდესი ძალა, რომ ყველაფერი გააფუჭოს და ყველაფერი უკუღმა შემოგიტრიალოთ.
პირველ იანვარს არ შეასრულოთ რთული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლის მძიმე შრომაში გატარება მოგიწევთ. აგრეთვე, ამ დღეს მოერიდეთ ბასრი საგნების გამოყენებას, ბედნიერება რომ არ გადაჭრათ.
მნიშვნელოვანი დღეა 2 იანვარიც . ამბობენ, რომ ვინც ამ დღესაა დაბადებული, ორი სიყვარული, ორი ქორწინება ელის. არავის ესესხოთ ამ დღეს ფული. მთელ წელს ვალებში გაატარებთ. განსაკუთრებით, თქვენს სეხნიას, მას თქვენს იღბალს გაატანთ.
ვინც სამ იანვარს სახლის კიდეზე წაიბორძიკებს, სამუდამოდ დატოვებს ამ სახლს. ამ დღეს არ გირჩევთ თმის შეჭრას. სამში არავის არაფერს დაპირდეთ. ეცადეთ, კარგად მოიქცეთ, რადგან სამ იანვარს ჩდენილი ცუდი საქმეები თქვენს შვილებს დააწვებათ ცოდვად.
5 იანვარს სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. დღევანდელი იარა დიდი ხნის მანძილზე არ შეხორცდება. ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს და ბევრი უსიამოვნებიდან გამარჯვებული გამოვა. ვალი არც აიღოთ და არც გასცეთ.
ბედნიერი, წარმატებული და იღბლიანი ახალი წელი გქონდეთ!
წყარო:https://www.ambebi.ge