ბარაკ ობამამ ინდაური შეიწყალა – აშშ-ში მადლიერების დღეს აღნიშნავენ – ვიდეო

ბარაკ ობამამ მადლიერების დღეს თეთრ სახლში დამკვიდრებული ტრადიცია ინდაურის შეწყალების თაობაზე არც ამჯერად დაარღვია. მან სცადა, ეს რიტუალი ხუმრობით შეეეზავებინა და თავისი ქალიშვილები გაემხიარულებინა, თუმცა ამ წამოწყებაში წარმატებას დიდად ვერ მიაღწია.
მან ინდაურს, სახელად ეიბს ,,ამერიკის შეერთებული შტატების ინდაური“ უწოდა. მისი განცხადებით, უკვე მეშვიდე წელია, რაც ინდაურებს იწყალებს და „თუნდაც ინდაურები არ დაფრინავდნენ, დრო მიფრინავს“. ამ ,,ხუმრობებმა” მის ქალიშვილებში ვერანაირი რეაქცია ვერ გამოიწვია და ამის შემდეგ პრეზიდენტმა კიდევ ერთ ინდაურს ,,ღირსეული” უწოდა… რამაც ამჯერად გაამართლა და მისი გოგონების ღიმილი გამოიწვია. „კარგი. ეს სასაცილოა”, – აღნიშნეს სიცილით პრეზიდენტის ქალიშვილებმა.

[youtube]https://www.youtube.com/embed/oGtjpdRPi5I[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები