“ბაიკმა გზაზე ცუგას ააცილა და მართვა დაკარგა, იფრინეს სხვადასხვა მიმართულებით… გზაზე არავინ შეჩერებულა”
ფოტოგრაფ ნათია გედენიძის ვაჟს, ცენტრალურ ქუჩაზე მოტოციკლით გადაადგილებისას, ინციდენტი შეემთხვა. საბედნიეროდ, მოზარდი უვნებელი გადარჩა. ფოტოგრაფი გამვლელების რეაქციამ გააოცა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერს :
“მადლობა უფალს, რომ კარგად ხარ! ურთულესია შვილის ისეთ გატაცებას შეეგუო, რომელიც საშიშია მისთვის. რთულია, მაგრამ ძალიან ვცდილობ, მისიც მესმოდეს. დღეს გზაზე ცუგას ააცილა და ბაიკმა მართვა დაკარგა, იფრინეს სხვადასხვა მიმართულებით, ცალკ-ცალკე, მოქმედება ცენტრალურ ქუჩაზე ხდებოდა და ამას ხედავდა მის უკან მომავალი ავტომობილიც და სხვა დანარჩენიც. საბედნიეროდ, კარგადაა, თუმცა საკუთარი ძალებით მოუწია ამოსულიყო… ცენტრალურ გზაზე არავინ შეჩერებულა, არც კი შენელებულა თუნდაც ერთი მიზეზით- დარწმუნებულიყვნენ, რომ კარგადაა! ასეთია საზოგადოების დამოკიდებულება. გული მეტკინა, დავწერე და დიდი იმედი მაქვს, ძალიან ცოტას შეაწუხებს სინდისი ჩემ გარშემო”, – წერს ნათია გედენიძე