ბაია პატარაია “გლოვოს” კურიერებს მიმართავს და მათ ქალის ჰიგიენური საფენების ადრესატამდე მიტანის უარყოფის გამო აკრიტიკებს:
“გლოვოს” კურიერები თურმე მასობრივად უარს აცხადებენ ქალის ჰიგიენური საშუალებების მიტანაზე. ჰოდა, ვინა ხართ? სად გაიზარდეთ? დედამ არ გშობათ?! თუ გგონიათ, რომ მენსტრუალური ციკლის გარეშე გაგაჩინეს ან თქვენ გაჩენას არ მოჰყოლია 40-დღიანი ლოხია?! გესმით მაინც, ვინ გეზიზღებათ და რა გეზიზღებათ?! მენსტრუალური ციკლის გარეშე ქალი ვერ გახდება დედა და ვისაც ქალის ეს ბუნებრივი მდგომარეობა ეზიზღება, მას ეზიზღება ქალობაც!”, – წერს ბაია პატარაია.