“ბავშვი ისედაც ამერიკის მოქალაქე იქნება, რადგანაც ჩემი საქმრო აშშ-ის მოქალაქეა” – თამო ვაშალომიძე

სულ რაღაც ერთ თვეში თამუნა ვაშალომიძე დედა გახდება. სექსუალური მოდელი ბავშვს იანვრის ბოლოს აჩენს. მიუხედავად ამისა, საუკეთესო ფორმაშია და მომხიბვლელობას არ კარგავს. თამოს ცხოვრებისადმი ინტერესი საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა, თუმცა მისმა ორსულობამ მოდელისადმი ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა. ყველას აინტერესებს ვინ არის ბავშვის მამა. როგორ გრძნობს ახლა თავს ვაშალომიძე და რა რჩევებს მისცემს მომავალ დედებს, იხილეთ „დრონი.ჯი“-ს ინტერვიუ მოდელთან:
როგორ უვლი თავს ორსულობისას, ასე კარგ ფორმაში რომ ხარ?
პირველ რიგში, ექიმთან შეთანხმებით, კვების რაციონი დავალაგე. ამოვიღე ტკბილეული, ცომეული, ბავშვისთვის რაც კარგია იმას ვჭამ. ვიტამინებით სავსე პროდუქტს ვიღებ. თუმცა, იმას ვერ ვიტყვი, რომ ძალიან როცა მომინდება რაღაც, არ ვჭამ. იოგაზე დავდივარ, ასევე ვსეირნობ. ზაფხულში ლისზე ვსეირნობდი ხოლმე საღამოოობით, ახლა აცივდა, მაგრამ დილით მაინც დავდივარ. ახლა რვა თვის ორსული ვარ. იანვრის ბოლოს ველოდები ბავშვს.
რამდენი მოიმატე ორსულობისას?
შვიდ კილო-ნახევარი მაქვს მომატებული. თავიდან მოვიმატე უფრო, შემდეგ უკვე კვებაც დავალაგე და ყვეალფერი კარგად მიმდინარეობს. ტკბილი, ცომი და მარილიანი არ არის რეკომენდირებული ორსულისთვის და არ ვიღებ ამას.
ბავშვის სქესს არ ამხელ, ვის ელოდები გოგონას თუ ბიჭს?
ამას ჯერ არ ვამბობ. მალე გაიგებთ. დავანგრევ რაღაც მითებს დარწმუნებული ვარ. გადაღებებზე აქტიურად დავდივარ ისევ. ორსულობას ხელი არაფრისთვის არ შეუშლია. ქუსლით დავდივარ ისევ ჩვეულებრივ.
სხვა დედებს რა რჩევებს მისცემდი?
ძალიან ბევრია ჩემს გარშემო ორსული. ვურჩევდი, რომ ჯანსაღად იცხოვრონ, არ მოწიონ სიგარეტი. როგორც ვუვლით მუცლად ყოფნისას ბავშვს, აისახება მასზე. კარგია თუ იმოძრავებენ და პოზიტიურად მიუდგებიან ორსულობას. ბევს არ აქვს საშუალება, რომ წაისვან კრემები, იარონ იოგაზე. ამიტომ, შეუძლიათ ზეითუნის ზეთი წაისვან მუცელზე.
აპირებ თუ არა, რომ ვინემ დაისწრო მშობიარობაზე?
სავარაუდოდ, მეგობარი წამომყვება. კაცის დასწრების წინააღმდეგი ვარ. ეს ისეთი ინტიმურია, რომ არ მინდა ამას ჩემი საქმრო ხედავეს. ბუნებრივად ვაპირებ მშობიარობას, არც სპინალურს ვიკეთებ. არ მინდა ანტირეკლამად გამომივიდეს, უბრალოდ მსმენია, რომ ხერხემალსა და ფეხებზე პრობლემები უჩნდებათ, ტკივათ ხოლმე. მე ვვარჯიშობ მუდმივად და არ მინდა ეს პრობლემა შევიქმნა. ძველად როგორ მშობიარობდნენ აბა, როდესაც ვერ იყუჩებდნენ ტკივილს. თბილისში ვიმშობრიარებ. აქ მყავს ჩემი ექიმები და სახლივითაა ის კლინიკა ჩემთვის. ამ პერიოდში ახლო დამიანებთან ურთიერთობაა აუცილებელი და უცხო გარემოში ვერ გავძლებ. ბავშვი ისედაც ამერიკის მოქალაქე იქნება, რადგანაც ჩემი საქმრო აშშ-ის მოქალაქეა.
სად იცხვოვებთ?
არ გავაქვს გადაწყვეტილი, არ ვიცი რა მოხდება. სანამ ბავშვი არ წამოიზრდება, ფრენები არ არის კარგი. თუ წავალ ამერიკაში, წავალ ჩემი პროფესიით. მე დამოუკიდებლად მიყვარს ყველაფრის კეთება. ჩემი საქმრო ცდილობს არაფერი მომაკლოს, მაგრამ მე მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი დამოუკიდებლობა. ის სულ დადის, ლონდონში, მოსკოვში, თბილისშიც ხშირადაა. საახალწლოდ ჩამოდის და მშობიარობის დროს აქ იქნება.
როდის გამოაჩენ შენს საქმროს და როდის გააცნობ მას საზოგადოებას?
ბევრი მეკითხება ამას. ჯერჯერობით არა. ბევრი ჭორი წამოვიდა მის ვინაობაზე. არ ვამბობ მის სახელს და უკვე ჭორაობენ, რომ ვთქვა წარმომიდგენია რა მოხდება. მშობიარობის შემდეგ შეიძლება, მაგრამ ახლო მომავალში არა. ქორწილს თუ გავაკეთებ გაიგებს საზოგადოება.
ბავშვისთვის ოთახი უკვე მოაწყვე?
ნაყიდი მაქვს ყველაფერი. ახალ ბინაში გადავდივარ მალე საქმროსთან ერთად და ბავშვის ოთახსაც იქ მოვაწყობ. ჩემს პატარას ახალ ბინაში შევხვდებით.
დედობა დიდი პასუხისმგებლობაა და ხო არ ნერვიულობ?
სანამ ფეხს მომარტყამდა, თითქოს სუქდები მხოლოდ და სხვა არაფერი ხდება. ახლა უკვე ვგრძნობ, როცა ვწევარ ან ვზივარ არ მოწონს, უდნა ვიმოძრაო. ძალიან წიკიანი ვარ. მინდა რომ ცალკე ვუყიდო ბავშვს სარეცხი მანქანა, სისუფთავეს ძალიან დიდი ყურადღებას ვაქვცევ. ასევე ძალიან მაინტერესებს ვის დაემსგავსება, მე თუ მამას. მოკლედ ემოციებაში და განცდებში ვარ.

წყარო:ttp://drohni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები