ბავშვზე გადასხმული ცხელი ყავის გამო, “მაკდონალდსს” 320 ათასის გადახდა მოუწევს

რუსეთში ტვერის სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც სწრაფი კვების ობიეტ McDonald’s-ში მომხდარ ინციდენტს შეეხება.

“მაკდონალდსის” თანამშრომლებმა 3 წლის გოგონას შემთხვევით ცხელი ყავა გადაასხეს, რის გამოც მშობელი სწრაფი კვების ობიექტს კომპენსაციის სახით,დიდი ოდენობით თანხას სთხოვს. მოსკოვის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც პოპულარული რესტორნების ქსელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 300 ათასი რუსული რუბლი დაეკისრა. დამატებით 20 ათასის გადახდა კი “მაკდონალდსს”, სასამართლოს იურიდიული ხარჯების დაფარვისთვის მოუწევს.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, თავდაპირველად ბავშვის მამა 5 მილიონ რუბლს ითხოვდა. ფულის მიღების შემთხვევაში მოქალაქე ალექსეი კარელოვი, თანხის დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვას გეგმავდა.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობამ ბავშვის მშობელს, თავდაპირველად 100 ათასი რუბლის გადახდა შესთავაზა.

კომენტარები

სხვა სიახლეები