„ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე“ – თინა კანდელაკი რუსეთის აგრესიას ამართლებს

ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინა კანდელაკმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსულ მედიაში შეაფასა და საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელებშიც ღია გამოხატა.

„როდესაც თქვენ სოციალურ ქსელები კითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს: „საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის ქმედების გამო, როგორ მებრალებიან უკრაინელები, კითხეთ ამ დამცველებს, რა სიტყვებით ამართლებენ დონბასში უამრავი ადამიანის გარდაცვალებას? იმას, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ…დარწმუნებული ვარ, გაოცდებით. იქნებ იქ „არასწორი“ ხალხი დაიღუპა? ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე“, – განაცხადა კანდელაკმა.

მედიამენეჯერმა  ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ასევე დაწერა, რომ უკრაინის მოვლენების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება:

„ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. უკვე მრავლად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი…ეს სასაცილოა, მაგრამ, ყველას არ ესმის…
ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ – ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელებმა შესანიშნავად იციან, ყველა მტკივნეული წერტილი…

შეეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და არ ჩაეწეროთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე დაიჯერო შენთვის შექმნილი ტყუილის“, – ამბობს კანდელაკი.

კომენტარები

სხვა სიახლეები